ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ბირთვული შეთანხმების თაობაზე პირველი ოფიციალური წინადადება გაუგზავნა – ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
აბარ არაღჩის განცხადებით, თეირანი ამ წინადადებას პრინციპების, ეროვნული ინტერესებისა და ირანელი ხალხის უფლებების შესაბამისად უპასუხებს.
მიუხედავად იმისა, რომ ირანისთვის შტატების მიერ გაგზავნილი წინადადება საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, "ნიუ იორკ თამსს" ანონიმური წყაროები უცხადებენ, რომ წინადადება ითვალისწინებს ირანის მხრიდან ურანის გამდიდრების შეწყვეტას, ასევე რეგიონული ბირთვული ენერგიის გაერთიანების შექმნას, რომელშიც შევლენ აშშ, ირანი, საუდის არაბეთი და სხვა არაბული სახელმწიფოები.