რუსეთში, კურსკის ოლქში, სატვირთო მატარებლის გავლის დროს ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც მატარებელი რელსებიდან გადავარდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, "ტელეგრამის" გვერდზე განაცხადა.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ლოკომოტივის ერთ-ერთი მემანქანე, დასძინა კურსკის ოლქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ ხინშტეინმა.