ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა ოფიციალურად დაიბრუნა საკუთრების უფლება თავის მუსიკალურ პირველ ექვს ალბომზე, რითაც დასრულდა წლების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლა მუსიკის საკუთრების შესახებ.
"ყველა მუსიკა, რომელიც ოდესმე შემიქმნია, ახლა ჩემს საკუთრებაშია, „სიხარულის ცრემლები მომდის..." - განაცხადა სვიფტმა
სვიფტისა და მისი მუსიკის გარშემო დავა 2019 წელს დაიწყო, როდესაც მუსიკალურმა მენეჯერმა სკუტერ ბრაუნმა შეიძინა სვიფტის ყოფილი ლეიბლი Big Machine Records, და მასთან ერთად მიიღო უფლებები სვიფტის პირველი ექვსი ალბომის ჩანაწერებზე: Fearless, Speak Now, Red, 1989 და Reputation.
სვიფტმა ღიად გააკრიტიკა ეს გარიგება და ბრაუნი დაადანაშაულა, რომ წლების განმავლობაში მონაწილეობდა მის მიმართ განხორციელებულ ბულინგში, მათ შორის კანიე ვესტის მხრიდან, რომელიც ბრაუნის კლიენტი იყო. სწორედ ამ მიზეზით, სვიფტმა გადაწყვიტა ალბომების ხელახალი ჩაწერა, რაც ფართო მხარდაჭერით და წარმატებით განხორციელდა.
ახლა, როგორც ჩანს, სვიფტმა საბოლოოდ დაიბრუნა კონტროლი საკუთარ მუსიკალურ მემკვიდრეობაზე.
თავის ვებგვერდზე სვიფტმა განაცხადა, რომ მის მუსიკაზე უფლებების დაბრუნება დიდი ხნის განმავლობაში წარმოუდგენლად ეჩვენებოდა.
წყარო: BBC.