ამერიკის სააპელაციო სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები დროებით აღადგინა. საუბარია სხვადასხვა ქვეყნისთვის დაწესებულ ტარიფებზე. მანამდე, გადაწყვეტილება საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ გააჩერა.
Reuters-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აჩერებს ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებას მთავრობის სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით და მოსარჩელეებს პასუხის 5 ივნისამდე, ადმინისტრაციას კი 9 ივნისამდე წარდგენა დაავალა.
აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის ფარგლებში 2 აპრილს გამოცხადებული გლობალური ტარიფების დაწესებით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.