21 ივნისი 2026,   14:19
ვრცლად
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, 2 ივნისს სტამბოლში შედგება - ვინ დაესწრება მხარეებიდან შეხვედრას

2 ივნისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი შედგება. მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკების მთავარი საგანი კვლავ უპირობო და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა იქნება.

ცნობილი ხდება ისიც, რომ მოლაპარაკებებზე კრემლის დელეგაციის შემადგენლობა უცვლელი დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი, დიდი ალბათობით, უკრაინის ლიდერთან შესახვედრად თურქეთში კვლავ არ ჩავა, თუმცა, სტამბულში ჩავლენ ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები. ინფორმაციას კიტ კელოგი ავრცელებს. შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ დასავლელი დიპლომატები ცალ-ცალკე შეხვედრებს გამართავენ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებთან.

შეხვედრის მომდევნო რაუნდამდე რუსეთისგან სამშვიდობო მემორანდუმს ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სიტყვები მოსკოვზე არ მუშაობს, რადგან მემორანდუმიც კი, რომლის დაპირებაც თავად რუსეთმა გასცა, ჯერ კიდევ არავის უნახავს.

დღის ამბები