21 ივნისი 2026,   22:04
ვრცლად
ცხრათვიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს ოჯახი, რომელიც ნავით მოგზაურობისას დაიკარგა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

ალასკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, ცხრათვიანი ძებნის შემდეგ საბოლოოდ იპოვეს ოჯახი, რომელიც ნავით მოგზაურობისას დაიკარგა.

ალასკის ველური ბუნების დაცვის სამსახურის ცნობით, ოჯახი, მათ შორის დედა, მამა და მათი ორი შვილი, 2024 წლის აგვისტოში, ჰომერის მახლობლად, კაჩემაკის ყურეში ნავით მოგზაურობისას დაიკარგა. ოჯახი 28 ფუტიან ალუმინის ნავზე, ოთხ სხვა ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც საგანგებო სიგნალის ხმა გაისმა.

Anchorage Daily News-ის ცნობით, ოთხი ადამიანი სამაშველომ გადაარჩინა, იმ დროს აშშ-ის სანაპირო დაცვამ აქტიური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჩაატარა 42 წლის დევიდ მეინარდის, 37 წლის მერი მეინარდის, 11 წლის კოლტონ მეინარდის და 8 წლის ბრანტლი მეინარდის მოსაძებნად, თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, ეს ოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა. ტეხასის შტატის ქალაქ ვაკოდან მცხოვრები ოჯახი საბოლოოდ დაკარგულად ჩაითვალა.

აპრილში ძებნა განახლდა. ოფიციალური პირების თქმით, Alaska-ს დამხმარე გემებმა თავიანთი პროფესიონალური ინსტრუმენტები გამოიყენეს დაკარგული ნავის მოსაძებნად.

მათ წარმატებას მაისის დასაწყისში მიაღწიეს, როდესაც ნავი 180 ფუტის სიღრმეზე იპოვეს. მაშველებმა დისტანციურად მართვადი მანქანის გამოყენებით დაადასტურეს, რომ მათ მიერ ნაპოვნი, სწორედ 9 თვის წინ დაკარგული ნავი იყო.

მაშველებმა სამ ნეშტს მიაგნეს. სამძებრო ჯგუფები მეოთხე ადამიანის ნეშტის ძებნას აგრძელებენ.

დღის ამბები