01 სექტემბერი 2026,   10:21
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

გელა გელაძეს აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი, წლების განმავლობაში, ის მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე მუშაობდა კერძო სექტორში, მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე.

გასული წლების განმავლობაში, ის იკავებდა, ჯერ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მოგვიანებით თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. დღემდე, ის იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დღეს დატოვა, აღნიშნულთან დაკავშირებით მან მიმართვა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

დღის ამბები