21 ივნისი 2026,   12:43
ვრცლად
საბერძნეთის სანაპირო დაცვას 2023 წელს მიგრანტების ნავის ჩაძირვაში ადანაშაულებენ

საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო სასამართლომ, მიგრანტების ნავის ჩაძირვის გამო, სანაპირო დაცვის 17 თანამშრომელს ბრალი წაუყენა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საქმე ეხება, ხმელთაშუა ზღვაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიგრანტების გადამყვანი ნავის ყველაზე მასშტაბურ კატასტროფას.

2023 წლის 14 ივნისს, გამთენიისას, საბერძნეთის სანაპიროსთან, პილოსთან ახლოს, გადატვირთული სათევზაო გემის, “ადრიანას“ ჩაძირვის შედეგად, 650-მდე ადამიანი დაიხრჩო.

მოგვიანებით, გადარჩენილებმა BBC-ს განუცხადეს, რომ საბერძნეთის სანაპირო დაცვამ, მათი გემი ბუქსირების მცდელობისას გადააბრუნა და თვითმხილველები აიძულა გაჩუმებულიყვნენ.

"ამ ბრალდებების წასაყენებლად ორი წელი დაგვჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ადამიანი შეესწრო მომხდარს," - განაცხადა ერთ-ერთმა გადარჩენილმა.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ხელისუფლება მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ყოველთვის უარყოფდა.

პირეოსის საზღვაო სასამართლოს პროკურორის მოადგილემ დაადგინა, რომ საბერძნეთის სანაპირო დაცვის 17 წევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. მათ შორისაა სანაპირო დაცვის გემის, LS-920-ის კაპიტანი, რომელსაც ბრალი ედება “გემის ჩაძირვაში“, რამაც “სულ მცირე 82 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია”.

დღის ამბები