21 ივნისი 2026,   12:42
ვრცლად
ტოკიო-ტეხასის რეისი ავარიულად დაეშვა მას შემდეგ, რაც მგზავრმა ჰაერში თვითმფრინავის კარის გაღება სცადა 

იაპონური თვითმფრინავი, რომელიც ტოკიოდან ტეხასის მიმართულებით მიფრინავდა, იძულებული გახდა ავარიული დაშვება განეხორციელებინა, რადგან ერთ-ერთი მგზავრი ფრენის დროს კარის გაღებას შეეცადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავიაკომპანიის ცნობით, შაბათს, აფრენიდან რამდენიმე საათში, All Nippon Airways-ის რეისი 114 "უდისციპლინო მგზავრის გამო" სიეტლში გადამისამართდა. სიეტლის აეროპორტის პოლიციამ მედიას განუცხადა, რომ მათ მიიღეს ინფორმაცია მამაკაცის შესახებ, რომელიც "ფრენის დროს გასასვლელი კარის გაღებას ცდილობდა".

პოლიციის ცნობით, მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, "მძიმე მდგომარეობაში" იმყოფებოდა და სხვა მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს მისი გაკავება დასჭირდათ.

მედიის ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია წაუყენებენ თუ არა მას ბრალს.

დღის ამბები