ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გალა-კონცერტით დასრულდა. 26 მაისი შეკრებილებს ქართველმა შემსრულებლებმა სცენიდან მიულოცეს. იქამდე კი იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერულმა ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
ქუთაისში მოწყობილი იყო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, განთავსებული იყო მძიმე ტექნიკა და სამხედრო აღჭურვილობაც.