კახეთი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, განსაკუთრებულად ემზადება. თელავში საორგანიზაციო სამუშაოები რამდენიმეა დღეა აქტიურად მიმდინარეობს, ქალაქის მთავარ მოედანზე ეწყობა თემატური პავილიონები და დეკორაციები.
ღონისძიებები ხვალ 12:00 საათიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტრადიციულად, წელსაც ერეკლე მეორის გამზირზე გამოიფინება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა.
ღონისძიების ორგანიზატორი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.