21 ივნისი 2026,   17:34
ვრცლად
"ჯო ბაიდენის კოგნიტური უნარების დაქვეითება ამერიკის უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალია. ვინ მართავდა სინამდვილეში შტატებს?" - The Telegraph

"ჯო ბაიდენის კოგნიტური უნარების დაქვეითება ამერიკის უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალია. ვინ მართავდა სინამდვილეში შტატებს?" - ამ სათაურით სტატიას telegraph-ი აქვეყნებს

ტექსტში წერია, რომ ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ბოლო წლებში აშკარად აკლდა თანმიმდევრული, მაღალი დონის კოგნიტური შესაძლებლობები, რომელიც აუცილებელია აღმასრულებელი თანამდებობისთვის. ინფორმაცია კი ამერიკის მოქალაქეებს დაუმალეს.

სტატიის ავტორი სვამს შეკითხვას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობი გათვალისწინებით ვინ იღებდა რეალურად გადაწყვეტილებებს.

"ამერიკელებს არაერთხელ უთხრეს, რომ "პრეზიდენტი სხარტი გონებისაა და წარმოუდგენლად ენერგიულია. ეს უბრალოდ არ იყო სიმართლე, და ეს ყველამ იცოდა. ჯო ბაიდენს აშკარად აკლდა თანმიმდევრული, მაღალი დონის კოგნიტური შესაძლებლობები, რომელიც აუცილებელი იყო აღმასრულებელი თანამდებობისთვის, მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში. სინამდვილეში, არსებობს სამი სკანდალი. პირველი, და ყველაზე აშკარა, არის ყოფილი პრეზიდენტის გონებრივი შესაძლებლობების გაქრობის ფაქტი. მეორე, ამ ფაქტის მიზანმიმართული დაფარვა, როგორც დემოკრატი პოლიტიკოსების, ისე მეინსტრიმული მედიის მიერ. მესამეა ჯერ კიდევ უპასუხო კითხვა: ვინ იღებდა სინამდვილეში საპრეზიდენტო გადაწყვეტილებებს?" - წერს გამოცემა.

დღის ამბები