21 ივნისი 2026,   16:07
ვრცლად
დღეს ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება

დღეს ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება. მანამდე ამერიკის პრეზიდენტი უკვე ელაპარაკა გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ლიდერებს. მოკავშირეებმა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს და რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. მსხვერპლი მოჰყვა ოკუპანტების თავდასხმას ხერსონის ოლქზე. დაიღუპა ერთი მოქალაქე და დაიჭრა სამი. რუსეთის სამიზნე გახდა სუმის ოლქიც.

გასული 24 საათის განმავლობაში 175 საბრძოლო შეტაკება მოხდა ფრონტის ხაზზე.

დღის ამბები