ბრიტანეთში, Osmaston CofE-ის დაწყებით სკოლაში მოსწავლემ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ხელყუმბარა მიიტანა, რის გამოც სკოლის ევაკუაცია გახდა საჭიროა, ადგილზე კი სამხედრო გამნაღმველთა ბრიგადა გამოიძახეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, სკოლაში "გვანახე და მოგვიყევი-ს" პრინციპზე დაფუძნებული ღონისძიება იმართებოდა, როდესაც მოსწავლემ ჯიბიდან ხელყუმბარა ამოიღო.
სკოლის დირექტორის ჟანეტ ჰარტის განცხადებით, ის არ იყო დარწმუნებული, იყო თუ არა მოწყობილობა გააქტიურებული, ამიტომ ყუმბარა ბიჭს გამოართვა და ნელა მოათავსა "დიდი" ხის უკან, რომელიც ავტოსადგომზე იყო, სანამ სკოლის ევაკუაცია განხორციელდა.
სამხედრო ექსპერტებმა მოგვიანებით დაადგინეს, რომ ყუმბარა უსაფრთხო იყო.