აშშ-ში, ქალაქ პალმ სპრინგსში, რეპროდუქციულ კლინიკასთან ახლოს მანქანა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სულ მცირე ხუთი ადამიანი. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ რამდენიმე შენობა დააზიანა.
FBI-მ, მომხდარს მიზანმიმართული ტერორისტული აქტი უკვე უწოდა. დაწყებულია გამოძიება.