დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვატიკანია. ყველაზე პატარა სახელმწიფო, სადაც დღეს რომის ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ლეო მეთოთხმეტე უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება.
საზეიმო მესას წმინდა პეტრეს მოედანზე მთელი მსოფლიოდან ათეულობით ათასი ადამიანი დაესწრება.
იტალიაში მსოფლიო ლიდერებს ელოდებიან, ვატიკანში დელეგაციასთან ერთად უკვე ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.