საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მარიამ ლაშხს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს აქტივისტები - მაგდა მამუკაშვილი და თათია აფრიამაშვილი კვების ერთ-ერთ ობიექტში დაუპირისპირდნენ.
მარიამ ლაშხი მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
"ვიყავით ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს. მუზეუმის კაფეში შევიყვანე ბავშვები, წყალი მოსწყურდათ, დიდხანს ფეხზე რომ იდგნენ... შემოცვივდნენ ორგანიზებულად, მონების ძახილითა და შეურაცხყოფებით. ბავშვები დაიზაფრნენ - რას ნიშნავს დედა, მონა რა არისო... რომ გავიდნენ, ბავშვებმა ტირილი დაიწყეს.
მოვარდნენ, - რეჟიმის პატიმრებს თავისუფლებაო, გაჰკიოდნენ. რეჟიმის მონები ხართო... ყველას, ვინც გარშემო მყავდა, დედაჩემს, რომელიც ასაკშია, თავის მეგობრებთან ერთად, გვიკიოდნენ და შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. რაც ყველაზე მთავარია, ბავშვებთან ერთად ვიყავი. იმედია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. მამუკაშვილი ვიცანი, რომელიც გამოირჩევა რადიკალიზმით", - აცხადებს მარიამ ლაშხი.