09 აგვისტო 2026,   19:21
ვრცლად
თელავში, 17 მაისის აღსანიშნად გამართული ღონისძიება დასრულდა, თუმცა, ხალხმრავლობის გამო, ქუჩებში მოძრაობა კვლავ შეფერხებულია

თელავში, 17 მაისის აღსანიშნად გამართული ღონისძიება დასრულდა, თუმცა ქალაქის ქუჩებში მოძრაობა კვლავ შეფერხებულია, რადგან ქალაქში, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღის აღსანიშნად, უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მორწმუნეები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან სწორედ თელავში შეიკრიბნენ, რათა ერთად აღენიშნათ ეს დღესასწაული.

ღონისძიება 13:30 საათზე, სამშვიდობო პარაკლისით დაიწყო, ხოლო შემდეგ, თელავის ქუჩებში, გალობითა და ხატებით, საზეიმო მსვლელობა გაიმართა.

დღის ამბები