დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის რეგიონებში კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა.
მორიგი რუსული იერიში სამგზავრო მიკროავტობუსზე მიიტანეს. დაღუპულია 9, ხოლო დაშავებულია 4 ადამიანი.
რუსულმა ძალებმა თავდასხმა, სუმის ოლქის ტერიტორიაზე, "ლანცეტის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელეს. აფეთქების ადგილზე გადაღებულ ფოტოებს უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.