საპატრიარქოს ფონდის "გაამწვანე საქართველო" ინიციატივით და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის ეზოში სასულიერო და საერო პირებმა 30-მდე ზეთისხილის ხე დარგეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ფონდი "გაამწვანე საქართველო" 2013 წელს, კათალიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. ეროვნული სატყეო სააგენტო ფონდთან წლებია თანამშრომლობს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ერთობლივი პროექტები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.