21 ივნისი 2026,   16:39
ვრცლად
"სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა თავიდანვე მსხვერპლზე - უკრაინაზე ზეწოლაში გამოიხატებოდა, და არა აგრესორზე, რუსეთზე" - უკრაინაში ამერიკის ყოფილი ელჩი თანამდებობის დატოვებას ტრამპის პოლიტიკასთან შეუთანხმებლობით ხსნის

უკრაინაში ამერიკის ყოფილმა ელჩმა თანამდებობა ტრამპის პოლიტიკასთან უთანხმოების გამო დატოვა. ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ "სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა თავიდანვე მსხვერპლზე - უკრაინაზე ზეწოლაში გამოიხატებოდა, და არა აგრესორზე, რუსეთზე". ყოფილი ელჩის წერილი "დეტროიტ ფრი პრესში" გამოქვეყნდა.

ამასთან ერთად, ბრინკი აღნიშნავს, რომ პატივს სცემს "პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს, განსაზღვროს აშშ-ის საგარეო პოლიტიკა" კონგრესის შესაბამისი კონტროლის პირობებში.

მედიისთვის მისი გადადგომის შესახებ აპრილში გახდა ცნობილი. ბრინკი თითქმის 30 წლის განმავლობაში მუშაობდა დიპლომატად აშშ-ის ხუთი პრეზიდენტის — როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების — ადმინისტრაციის პირობებში.

დღის ამბები