"თავის უფლებამოსილებებს გასცდნენ საელჩოები და ელჩები. განსაკუთრებით გამოირჩევა უტიფარი განცხადებებით ევროკავშირის ელჩი ჰერჩნსკი. მე რომ მკითხოთ, დღესვე უნდა დავატოვებინოთ ამ კაცს საქართველო", - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა საუბრობს.
ირაკლი ზარქუას თქმით, ჰერჩინსკი არ ემსახურება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღებას და კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას.
"თქვენ გახსოვთ აკერმანის მოწვევა, მათ შორის, წინასაარჩევნო თემებში ჩართვა ელჩების მხრიდან, განსაკუთრებით ამერიკის საელჩოს მხრიდან, ეს რევოლუციური სცენარები. თავის უფლებამოსილებებს გასცდნენ საელჩოები და ელჩები. განსაკუთრებით გამოირჩევა უტიფარი განცხადებებით ევროკავშირის ელჩი ჰერჩნსკი. მე რომ მკითხოთ, დღესვე უნდა დავატოვებინოთ ამ კაცს საქართველო, იმიტომ, რომ ის არ ემსახურება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღებას და კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას. ის პირიქით, არის ჩანერგილი იმისთვის, რომ სიტუაცია არიოს აქ. დარჩით თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში. მოგვიწევს მაშინ, როგორც არის მიღებული მთელს მსოფლიოში, რომ ყველა საელჩოს განვუსაზღვროთ მისი შემადგენლობა. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული სპეცსამსახურები ჰყავთ მოწვეული და ჩართული - ერთი ფლანგი არის უსამშობლოებთან თანამშრომლობა, მეორე გადამზადება ამ ორკების, მესამე არის დაფინანსება და ა.შ. თქვენ ხართ იმისთვის, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები გააჯანსაღოთ და არა ის, რომ რევოლუციები მოაწყოთ და შემდეგ დასვათ თქვენი აგენტურა. ჩაგივარდათ რევოლუცია, კარგად ვართ გაწვრთნილი, როგორ დავუპირისპირდეთ. ერი, ბერი, გაერთიანებული ვართ, რომ სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.