21 ივნისი 2026,   14:06
ვრცლად
ბრიტანელმა მამაკაცმა 38 წელი გაატარა ციხეში იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია - ის 1987 წელს დააპატიმრეს

ბრიტანელმა პიტერ სალივანმა 38 წელი გაატარა ციხეში იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. ის 1987 წელს, 21 წლის გოგოს მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის გაასამართლეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ, 68 წლის მამაკაცს, ბრალი დნმ-ის ტესტის ჩატარების შემდეგ მოუხსნა. ტესტმა დაადასტურა, რომ ქალის სხეულზე და ტანსაცმელზე მისი დნმ-ის კვალი არ იყო.

აღნიშნული საქმე ბრიტანეთის ისტორიაში მართლმსაჯულების ყველაზე ხანგრძლივ შეცდომად ჩაითვალა.

 

 

დღის ამბები