22 ივნისი 2026,   00:30
ვრცლად
აშშ და ჩინეთი ტარიფების დროებით შემცირებაზე შეთანხმდნენ

ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი ერთმანეთისთვის დაწესებული ტარიფების 90 დღით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ახალი შეთანხმების თანახმად, 3 თვის განმავლობაში, ვაშინგტონი და პეკინი ტარიფებს 115%-ით შეამცირებენ.

შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ინფორმაცია აშშ-ის ხაზინის მდივანმა გაავრცელა. სკოტ ბესენტის განცხადებას ადასტურებს პეკინიც.

დღეს, აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი 145%-ია, პეკინის საპასუხო ტარიფი ამერიკულ საქონელზე კი 125%-ს შეადგენს.

დღის ამბები