ინდოეთსა და პაკისტანს შორის გამწვავებული კონფლიქტის ფონზე, ინდოეთი პაკისტანს ტერორიზმში ადანაშაულებს. ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანი, ვიკრამ მისრი აცხადებს, რომ მათი სამიზნე "ტერორისტული ინფრასტრუქტურა" იყო, ხოლო პაკისტანი რელიგიურ ობიექტებს ფარად იყენებს.
"კიდევ ერთხელ ნათლად განვაცხადე, რომ სამიზნეები იყო ტერორისტული ინფრასტრუქტურა, ტერორისტული ობიექტები და ის ადგილები, რომლებიც იყო დაკავშირებული ინდოეთში ტრანსსასაზღვრო ტერორიზმის ინციდენტებთან. სინამდვილეში, პაკისტანი ბოროტად იყენებს რელიგიურ ობიექტებს, როგორც საფარს რათა, ფაქტობრივად, რადიკალიზაცია მოახდინოს და მოამზადოს ტერორისტები.
სინამდვილეში, პაკისტანის თავდასხმების შედეგად, ათეულობით სამოქალაქო პირი დაიღუპა და უფრო მეტი დაშავდა. პაკისტანი არის ის, ვინც არღვევს ხელშეკრულებას, განზრახ ქმნის სამართლებრივ ბარიერებს, რათა ინდოეთმა ვერ განახორციელოს თავისი კანონიერი უფლებები დასავლეთის მდინარეებზე," - განაცხადა ვიკრამ მისრიმ.