23 აგვისტო 2026,   07:52
ვრცლად
აშშ-ის საელჩო: საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა აცნობეს საელჩოს, რომ არცერთ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა, უსაფრთხოების ოფისმა თავისი რეკომენდაცია გააუქმა

ამერიკის საელჩომ გააუქმა რეკომენდაცია, რომელიც საელჩოს თანამშრომლებს მოუწოდებდა, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ყოფნისგან თავი შეეკავებინათ.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 7 მაისს გავრცელებული შეტყობინების შემდეგ, სამართალდამცავმა ორგანოებმა ღამით საელჩოს აცნობეს, რომ არცერთ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი.

მოლებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ საელჩომ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. დიპლომატიურ უწყებას განცხადებით უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც საელჩოს მოუწოდა თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან. 

დღის ამბები