21 ივნისი 2026,   14:15
ვრცლად
მომავალ პაპს უმრავლესობის მოსაპოვებლად 89 ხმა დასჭირდება

კენჭისყრის მეორე დღეს, მომავალ პაპს კარდინალების კოლეგიის უმრავლესობის მისაღებად მინიმუმ 89 ხმა დასჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

გუშინ, პირველივე კენჭისყრაში უმრავლესობა ვერ შედგა და კარდინალებმა ახალი პაპის არჩევა ვერ შეძლეს, რაც მსოფლიოს შავი კვამლით ამცნეს.

ხუთშაბათს ხმის მიცემის ოთხამდე შესაძლებლობა იქნება - ორი დილით და ორი საღამოს, რაც კარდინალებს საშუალებას მისცემს, ერთ-ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანდნენ.

ცნობისთვის, კენჭისყრის პროცესში სულ 133 კარდინალი მონაწილეობს.

დღის ამბები