21 ივნისი 2026,   13:11
ვრცლად
რუსეთში არსებული ვითარების ფონზე, ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩაფრინდა

რუსეთში არსებული ვითარების ფონზე, განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩაფრინდა მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტი. 4-დღიანი ვიზიტის განმავლობაში, სი ძინპინი დაესწრება მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს.

კრემლის ინფორმაციით, პუტინს და სი ძინპინს შორის დაგეგმილია როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრები.

დღის წესრიგში შედის საერთაშორისო საკითხების განხილვა, მათ შორის BRICS-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის და "დიდი ოცეულის" საკითხები. მხარეები ასევე განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს.

დღის ამბები