20 აგვისტო 2026,   14:27
ვრცლად
ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, რეინტეგრაცია, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება, ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება -"ქართული ოცნების" პოლიტიკურ გზავნილები

ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, რეინტეგრაცია, ქვეყანაში პოლარიზაციის დონის შემცირება, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება და გამარჯვება თვითმმართველობის არჩევნებში - "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მიზნებსა და ამოცანებზე დღეს პარტიის თავმჯდომარემ მედიასთანაც ისაუბრა.

ქვეყნის წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე აკეთებს აქცენტს პარტიის გენერალური მდივანიც. კახი კალაძის თქმით, საქართველო რამდენიმე წელია პოლიტიკური ტურბულენტობის მიუხედავად მშვიდობას და ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს.

"ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ პრიორიტეტებს სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არსებული კრიზისის პირობებში ქვეყნის განვითარება შეუძლებელია.

ოპონენტების პოზიცია ადასტურებს, რომ ქვეყანაში სიმულაციური დაძაბულობის ფონი, მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებში შედის - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თქმით, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება ოპოზიციისა და მათი უცხოელი ლობისტების მიზნებს და სტრატეგიას ეწინააღმდეგება.

"ქართული ოცნების" მთავარ გზავნილად ისევ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება რჩება. მმართველი გუნდი დარწმუნებულია იმაშიც, რომ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე სახელისუფლებო ძალა კვლავ მაღალი მხარდაჭერით გაიმარჯვებს.

დღის ამბები