ბიზნესები საქმიანობის პირველ ეტაპზე განსაკუთრებულად დიდი გამოწვევების წინაშე დგებიან, ესაა ერთ-ერთი რთული პერიოდი, როცა მინიმალური ფინანსური დანახარჯებით უნდა შეძლო ბაზარზე თავის დამკვიდრება, გაზარდო ცნობადობა და მიიზიდო მომხმარებელი. რის შემდეგაც უკვე საჭიროა მჭიდრო კავშირი მათთან, რათა დააკმაყოფილო მომხმარებლის საჭიროებები და გახადო იგი ლოიალური შენს მიმართ.
ერთ-ერთი განსაკუთრებულად რთული საკითხი მარაგების აღრიცხვა, მართვა და კონტროლია, რომელსაც დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება, მის გარეშე კი ძალიან რთულია შესყიდვების დაგეგმვა.
რთულია კვების ობიექტმა და მაღაზიამ მიაღწიოს წარმატებას, თუ არ აქვს ინფორმაცია საწყობში, ნაშთებზე და დახლებზე არსებული პროდუქციის რაოდენობის შესახებ. თუ მომხმარებელი მიეჩვია, რომ ხშირად არ გაქვთ მისთვის სასურველი პროდუქტი, აუცილებლად ამჯობინებს სხვაგან წასვლას, რაც ნამდვილად არ არის კარგი ბიზნესისთვის.
მარაგების საკითხი რომ მოგვარებული იყოს და სხვა მხრივაც გამართულად იმუშაოს თქვენმა ბიზნესმა ისეთი სალაროს პროგრამა უნდა დააყენოთ თქვენს ობიექტზე, რომელიც თქვენს ნაცვლად აღრიცხავს და მოგცემთ სიგნალს საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად.
ამ შემთხვევაში საუბარია მარაგების აღრიცხვისა და გაყიდვების პროგრამა ოპტიმოზე, რომელიც თავის თავში აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციონალს, რაც აუცილებელია ბიზნესის განვითარებისთვის.
იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმო ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამაა, მისი საშუალებით შეგიძლიათ, დისტანციურად მართოთ თქვენი ფინანსები და ბიზნესი, მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია შესყიდვებზე, გაყიდვებზე, სტატისტიკის მეშვეობით გაიგოთ, დღის რომელი მონაკვეთია თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე მომგებიანი, რომელ საათებში იზრდება გაყიდვები, რაც საერთო ჯამში გაწვდით ინფორმაციას შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ.
ოპტიმოს პროგრამის rs.ge-თან ინტეგრირება, ამარტივებს შესყიდვის პროცესს, ზედნადებების დადასტურებასა და პროგრამაში ასახვას. მეტიც, საჭიროების შემთხვევაში იძლევა საშუალებას მოხდეს ზედნადებების კორექტირებაც.
გარდა ამისა, ოპტიმოს რესტორნის პროგრამა კვების ობიექტებისთვის სწრაფი და მოქნილი სისტემით გამოირჩევა, რითაც ეხმარება მას, აწარმოოს გადახდები სწრაფად, მალ-მალე გაისტუმროს მომხმარებლები, მოემსახუროს უფრო მეტ ადამიანს და თავიდან აიცილოს რიგები. ასევე, გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება, რაც საბოლოოდ მომხმარებლის კმაყოფილებას იწვევს.
ოპტიმოს ერთ-ერთი უპირატესობა მისი ხელმისაწვდომი ფასია. პირველი 14 დღე უფასოდ, შემდეგ კი თვეში 40 ლარიდან შეგიძლია, მართო და აკონტროლო შენი ბიზნეს საქმიანობა მარტივად.
აღარ გადადო, ეწვიე optimo.ge-ს შენი ბიზნესის მართვის გასამარტივებლად.
(R)