უკრაინაში ომი გრძელდება, რუსული ძალების თავდასხმის სამიზნე გახდა ხარკოვი, ქალაქში აფეთქებებია, 20 ლოკაციაზე დარტყმა დრონებით განხორციელდა. დაშავებულია 4 ადამიანი. მასშტაბური ხანძარია კიევის რაიონში მდებარე ბაზრობაზე. განადგურებულია კერძო სახლები, საწარმო და სავაჭრო ცენტრი.
იერიშის სამიზნე გახდა ოდესაც, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. თავდასხმაზე საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის თავზე 19 დრონი ჩამოადგეს. ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს მოსკოვის არცერთი აეროპორტი. გარდა ამისა შეფერხება იყო რეგიონებში მდებარე აეროპორტებშიც.