სოფელ ბაბილთან მძიმე ტექნიკა მუშაობას განაგრძობს - ადგილიდან გააქვთ გზაზე ჩამოშლილი მიწის მასა. ქვემო სვანეთში მეწყერი გამთენიისას ჩამოწვა.
ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, მიწის მასაში მოყვა ავტომობილი ორი მგზავრით, მოქალაქეებმა მანქანიდან გამოსვლა შეძლეს.
"აღდგენილია მოძრაობა, გზა გახსნილია, გამავალია, ტექნიკა აგრძელებს მუშაობას, მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია, პრობლემები აღმოიფხვრა და რაც მთავარია, საფრთხე არავის ემუქრება", - აცხადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი.