21 ივნისი 2026,   13:08
ვრცლად
რა სახის მხარდაჭერა აქვს და როგორ ეზრდებათ რეიტინგი ულტრამემარჯვენეებს მთელ მსოფლიოში - დღეს ეს დიდი ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებზეც გამოჩნდა

რა სახის მხარდაჭერა აქვს და როგორ ეზრდებათ რეიტინგი ულტრამემარჯვენეებს მთელ მსოფლიოში ეს დღეს დიდი ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებზეც გამოჩნდა. მემარჯვენე პოპულისტური პარტია "რეფორმა დიდი ბრიტანეთი", შუალედურ არჩევნებზე ბრიტანეთის ორივე მთავარ პარტიას უსწრებს. ნაიჯელ ფარაჯის პარტია, რომელიც ბრექსიტის ერთ-ერთი მთავარი მომხრე იყო და რომელსაც საერთაშორისო მედია "პოლიტიკურ მეამბოხეს" უწოდებს, წინასწარი დათვლებით, უკვე ბევრ ოლქში იგებს. 

"რეფორმა დიდი ბრიტანეთის" პოზიციაა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის მომსახურებაზე გადასახადის დაწესება უნდა განიხილებოდეს. მე ამას ფუნდამენტურად არ ვეთანხმები, თუმცა ამ შედეგებზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს ის, რომ გვესმის ხალხის და ჩვენს მიერ დაპირებული ცვლილებები კიდევ უფრო სწრაფად უნდა განახორციელოთ", - აცხადებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

ეს არის ნამდვილი ტრიუმფი პოლიტიკური პარტიის, რომელიც მხოლოდ 2018 წელს შეიქმნა და ახლა მუნიციპალურ არჩევნებზე ამარცხებს ლეიბორისტებსაც და კონსერვატორებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ორ პარტიული სისტემა სერიოზული საფრთხის წინაშეა. ჯერ ყველა მანდატი დათვლილი არ არის, თუმცა უკვე ფაქტია, რომ კირ სტარმერის ლეიბორისტულმა პარტიამ ათ თვეში დაკარგა პოპულარობა და ქვეყნის მართვის უფლება, რომელიც 14-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა წინასაპარლამენტო არჩევნებზე.

"ლეიბორისტული პარტიის მიერ ნდობა დაიკარგა. არავინ იცის, რას წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი. ამ ძალიან პატრიოტულ ოლქებში გაჩნდა განცდა, რომ ლეიბორისტები აღარ იზიარებენ ტრადიციულ ღირებულებებს. მე მაშფოთებს ის, რომ ბრიტანეთის მოსახლეობის 2/3 ფიქრობს, რომ ბრიტანეთი განადგურებულია, არ მუშაობს და თითქმის არ აქვს მნიშვნელობა – ვის მისცემ ხმას, ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე არაფერი იცვლება", - აცხადებს  "რეფორმა დიდი ბრიტანეთის" ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი.

წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის ბრიტანელი ულტრამემარჯვენეები ამომრჩევლის ხმების 35 პროცენტს გადასცდნენ.

 

დღის ამბები