14 აგვისტო 2026,   04:56
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების - დავით ლომიძის და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების - დავით ლომიძის და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა. მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმას და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავებიან. სხდომას მხოლოდ თემურ ზასოხაშვილი დაესწრო.

დავით ლომიძის ადვოკატმა განმარტა, რომ ბრალდებულისთვის ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის გამო, მას ექიმები დიდი ხნით ჯდომის, ასევე ფეხზე დგომის რეკომენდაციას არ აძლევენ. სხდომაზე პროკურატურის სამი მოწმე - ექსპერტი და ორი გამომძიებელი დაკითხეს. დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები