ამერიკული მოიერიშე გამანადგურებელი თვითმფრინავი F/A-18 Super Hornet-ი ავიამზიდ Harry S. Truman-ის ბორტიდან გადავარდა და ოკეანეში ჩაიძირა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თვითმფრინავი წყალში მას შემდეგ გადავარდა, რაც გემმა მკვეთრი მანევრი გააკეთა ჰუსიტების თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. გემიდან, თვითმფრინავთან ერთად, გადავარდა სატვირთოც, რომელსაც თვითმფრინავი ანგარამდე უნდა მიეყვანა.
თვითმფრინავი, რომელიც ავიამზიდის ბორტიდან გადავარდა, 60 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების იყო.