21 ივნისი 2026,   17:22
ვრცლად
ახალი პაპის ასარჩევად, კონკლავი 7 მაისს შედგება

ახალი პაპის ასარჩევად, კონკლავი 7 მაისს შედგება. ინფორმაცია ვატიკანმა უკვე დაადასტურა.

პაპის დაკრძალვის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დღეს კარდინალები პირველად შეიკრიბნენ. მათ უნდა დაენიშნათ საიდუმლო კენჭისყრის თარიღი.

კარდინალთა კოლეგიის შეხვედრა სიქსტის კაპელაში გაიმართება. დღეს ის ტურისტებისთვის დაიხურა, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

შეგახსენებთ, პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის შაბათს დაკრძალეს.

დღის ამბები