21 ივნისი 2026,   12:44
ვრცლად
"თუ დასამალი არაფერია, რატომ არის წინააღმდეგობა? მე მივესალმები ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება" - ჯიმ რიში

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სასწავლებლებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის აღმასრულებელ ბრძანებას გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში.

"მე დიდი ხანია ვმუშაობ იმისთვის, რომ უნივერსიტეტები უფრო გამჭვირვალე გახდნენ იმის შესახებ, თუ რომელი უცხოური ქვეყნები აფინანსებენ მათ კვლევებსა და პროგრამებს. ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს! თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის? მე მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება და გავაგრძელებ მუშაობას კანონმდებლობაზე, რომელიც ამ პრინციპს გააფართოებს", - წერს სენატორი სოციალურ ქსელში.

 

დღის ამბები