14 აგვისტო 2026,   01:51
ვრცლად
სააღდგომოდ, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ოთხ ავიარეისს ნიშნავს, - ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 17 და 22 აპრილს შემდეგი განრიგით შესრულდება:

17 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 13:15 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი, გაფრენა -14:45 საათზე.

17 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური, გაფრენა – 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი, გაფრენა – 17:45 საათზე.

22 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 13:15 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი, გაფრენა – 14:45 საათზე.

22 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური, გაფრენა – 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:45 საათზე;

ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის ფასი – 90 ლარს შეადგენს, ხოლო ნატახტარი – ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილების მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

 

დღის ამბები