გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებლების შემოწმება დაიწყო. პირველ ეტაპზე, ინსპექტირება განხორციელდა თბილისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებში.
უწყების ინფორმაციით, დალუქულია დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით ორ-ნახევარი ტონა პლასტიკის პარკი, 14 სახეობის პარკის ნიმუში კი გადაგზავნილია ლაბორატორიაში.