10 აგვისტო 2026,   22:26
ვრცლად
ბათუმი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ემზადება

ბათუმი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ემზადება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო, იმყოფებოდა რუსთაველის ქუჩაზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად ზღვისპირა ქალაქში გრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა. მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა მეექსვე ბაღის შენობა, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება. სულხან თამაზაშვილი იმყოფებოდა ივანე მესხის ქუჩაზეც, სადაც „საბავშვო ბაღების ენერგოეფექტურად გარდაქმნის“ პროექტის ფარგლებში, ბაღი შენდება.

"მნიშვნელოვანია როგორც ბათუმის ბულვარში, ასევე ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მიმდინარეობს როგორც საგზაო, კომუნალური, ასევე საპარკე ინფრატრუქტურირ მოწესრიგება. მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტია საბავშვო ბაღისთვის და ბენებრივია, ყველა კრიტიკული ინფრატრუქტურა, რომელიც საჭირო არის, რომ მზადყოფნაში დახვდეს ჩვენს ტურისტულ სეზონს, უახლოეს პერიოდში დასრულდება", - აცხადებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.

დღის ამბები