21 ივნისი 2026,   16:22
ვრცლად
"ვფიქრობ, მოლაპარაკებები სათანადოდ მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით ვერაფერს განვაცხადებ, რადგან საბოლოო შედეგამდე არაფერს აქვს მნიშვნელობა" - ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა დასრულებულია. მოლაპარაკებები ომანში, მასკატში შედგა და ირანის ბირთვულ პროგრამას ეხებოდა.

უკვე გაკეთდა ოფიციალური განცხადებებიც, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ პროცესი წარმატებით წარიმართა, თუმცა ნაადრევად კომენტარების გაკეთება არ სურს, რადგან საბოლოო შედეგის მისაღწევად ჯერ კიდევ ხანგრძლივი პერიოდია გასავლელი.

"ვფიქრობ, მოლაპარაკებები სათანადოდ მიმდინარეობს. თუმცა, ჯერჯერობით ვერაფერს განვაცხადებ, რადგან საბოლოო შედეგამდე არაფერს აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, მსურს თავი შევიკავო ზედმეტი განცხადებებისგან. საერთო ჯამში, პროცესი დამაკმაყოფილებლად ვითარდება, განსაკუთრებით ირანთან დაკავშირებული სიტუაცია, ჩემი აზრით, საკმაოდ პოზიტიური მიმართულებით მიიწევს", - აცხადებს დონალდ ტრამპი.

დღის ამბები