ოპოზიცია და მესამე სექტორი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნესის სანქცირებასაც ითხოვს. განცხადება თინათინ ხიდაშელმა ერთ-ერთი მედიის ეთერში გააკეთა. ოპოზიციის სტრატეგიაზე ისაუბრა "ლელო ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ საკითხზე ამჟამადაც მართავენ შეხვედრებს სტრასბურგსა და ევროსაბჭოში.
"ოპოზიცია სწორედ ამ ტაქტიკით ცდილობს რევოლუციური სცენარების ამუშავებას" - ასე ეხმაურება მმართველი გუნდი ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სანქციებთან დაკავშირებით. განცხადებები თავად ოპოზიციაშიც კეთდება, სადაც ამბობენ, რომ "პატიოსან ბიზნესს არავინ არ ერჩის":
"პატიოსან ბიზნესს არავინ არ ერჩის. საუბარია პირველ რიგში იმ ბიზნესზე, რომელიც პირდაპირ შერწყმულია ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან და ფაქტობრივად, მათ მთავარ სპონსორად ითვლება,"- აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი შარაშიძე.