21 ივნისი 2026,   17:34
ვრცლად
ათენში, რკინიგზის სადგურის ოფისთან, აფეთქება მოხდა

ათენში, რკინიგზის სადგურის ოფისთან, აფეთქება მოხდა. ინფორმაციას საბერძნეთის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი თქმით, ტერიტორია მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ორმა ბერძნულმა მედიაორგანიზაციამ აფეთქების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს წინასწარ მიაწოდა.

აფეთქებამდე ევაკუაცია მოხდა ადამიანების, ახლომდებარე სასტუმროდან და გარშემო ტერიტორიიდან. პასუხისმგებელი პირი უცნობია, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება.

 

დღის ამბები