აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.
"მე მსურს, რომ ირანი იყოს შესანიშნავი, დიადი და ბედნიერი ქვეყანა. მაგრამ მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ბირთვული იარაღი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შტატების პრეზიდენტის თქმით, თუ თეირანი შტატებთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას არ მიაღწევს, ირანი ისეთ დაბომბვას შეეჩეხება, რომელიც აქამდე არასდროს უნახავს.