28 აგვისტო 2026,   06:48
ვრცლად
მევლუთ ჩავუშოღლუ: სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სათანადოდ არ ეპყრობიან, მე მათ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის პატივისცემისკენ მოვუწოდებ

სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სათანადოდ არ ეპყრობიან, მე მათ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის პატივისცემისკენ მოვუწოდებ, – ამის შესახებ თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამჟამად პარლამენტის წევრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიაში დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო და თურქეთი საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერენ, თურქეთი ამას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაშიც აკეთებს.

"შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს, როგორც ორ მეზობელს გვაქვს არაჩვეულებრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ თავიდანვე მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. საქართველოდ და თურქეთი საერთაშორისო ასპარეზზე როგორც კანდიდატი ქვეყნები ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს ყველა პლატფორმაზე. ამას ვაკეთებთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაშიც, სადაც მე თურქეთის დელეგაციას ვხელმძღვანელობ. სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სათანადოდ არ ეპყრობიან, მე მათ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის პატივისცემისკენ მოვუწოდებ", – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

დღის ამბები