28 აგვისტო 2026,   00:55
ვრცლად
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 20 ივნისის საქმეზე, გიორგი გახარია დაიბარეს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია  "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია დაიბარეს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა.

გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე  20 ივნისის საქმეზეა დაბარებული.

"მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ. მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის," - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ, 20 ივნისის საქმის განხილვის შემდეგ, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საჭიროა, გამოძიებამ უფრო სისტემურად გააანალიზოს საკითხი და შეისწავლოს, რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან 20 ივნისის ოპერაციის დაგეგმვა.  

 

დღის ამბები