ევროკომისიაში უნდა მოიხსნან სათვალე, სამყაროს რეალური თვალით შეხედონ და დააფასონ აზერბაიჯანის მსგავსი ქვეყნები. არ უნდა ეცადონ, დაყონ კავკასია მათ ფავორიტებად და ისეთებად, რომლებიც არ მოსწონთ, - ამის შესახებ, ფორუმზე - "ახალი მსოფლიო წესრიგი", აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა.
"ახლა ევროკავშირს სჭირდება მეტი გაზი აზერბაიჯანისგან და ამ მიზნით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში 2022 წლის ივლისში ჩამოვიდა. როდესაც ევროკავშირი ძალიან შეწუხებული იყო გაზის მარაგებთან დაკავშირებით და ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში, მას შემდეგ, ევროკომისიისგან თხოვნის საფუძველზე, ჩვენ გავზარდეთ გაზის მიწოდება ევროპისთვის თითქმის 60%-მდე. ევროკავშირის ბევრი ქვეყანა, ხორვატიის ჩათვლით, გახდა აზერბაიჯანული გაზის მიმღები.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა, წიაღისეული საწვავის პროექტის დაფინანსება შეწყვიტა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი კარგად ინტეგრირებულია ევროკომისიასთან. მიუხედავად იმისა, რომ "იბიარდმა" ოფიციალურად არ დახურა წიაღისეული საწვავის თავი, ინარჩუნებს მას ძალიან მარგინალური წილით.
ევროკომისიაში უნდა მოიხსნან სათვალე, სამყაროს რეალური თვალით შეხედონ და დააფასონ აზერბაიჯანის მსგავსი ქვეყნები. არ უნდა ეცადონ, დაყონ კავკასია მათ ფავორიტებად და ისეთებად, რომლებიც არ მოსწონთ," - განაცხადა ალიევმა.