21 ივნისი 2026,   17:36
ვრცლად
აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა 10 აპრილს გაიმართება

ამერიკისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა 10 აპრილს გაიმართება. მოლაპარაკებები სტამბოლში შედგება. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.

პრეს-სპიკერის ინფორმაციით, ამჯერად მოლაპარაკებები შეეხება საელჩოების ფუნქციონირებას და მხარეები არ განიხილავენ არც ომის და არც რუსეთ-ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.

სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ ორმხრივ ურთიერთობებზე საუბარი, მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაიწყება.  

დღის ამბები