21 ივნისი 2026,   14:20
ვრცლად
ცნობილი კლუბის სახურავის ჩამონგრევას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა - შემთხვევა დომინიკის რესპუბლიკაში მოხდა

დომინიკის რესპუბლიკაში, სანტო დომინგოში, სამშაბათს დილით, ღამის კლუბის სახურავი ჩამოინგრა, რასაც სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს. 

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ნაციონალურ ოლქში ცნობილი ღამის კლუბის Jet Set-ის სახურავის ჩამონგრევა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობის სახურავი მომღერალ რუბი პერესის სცენაზე გამოსვლის დროს მოხდა. გარკვეული დროის განმავლობაში მომღერალი დაკარგულად ითვლებოდა. როგორც მისმა მენეჯერმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის იპოვეს და სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელის, ხუან მანუელ მენდესის ინფორმაციით, 121 სასწრაფო დახმარების ავტომობილით დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ჰოსპიტალიზებული ადამიანების რაოდენობა შესაძლოა უფრო მეტი იყოს, რადგან სასწრაფო დახმარების ავტომობილს რამდენიმე ადამიანის ერთდროულად გადაყვანა შეუძლია.

დღის ამბები