დიდ ბრიტანეთში, ატომური ელექტროსადგურის Hinkley Point C-ს სამშენებლო მოედანზე ვირთხები გამრავლდნენ. აღნიშნულის შესახებ მშენებლობაზე მომუშავე თანამშრომლებმა არაერთი საჩივარი დაწერეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
მუშების განცხადებით, მშენებლობაზე იმდენი ვირთხაა, რომ მათ ადამიანების აღარ ეშინიათ.
"ისინი ყველგან არიან. სხედან და გიყურებენ. სასადილოებთან კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა, როგორც ჩანს, ყველაფერი იქიდან დაიწყო. მაგრამ ახლა ყველგან ვირთხებია", - განაცხადა ერთმა მუშამ.
აღნიშნულია, რომ პროფკავშირებმა საჩივარი გაუგზავნეს ფრანგულ ენერგეტიკულ გიგანტ EDF-ს, რომელიც მშენებლობას ხელმძღვანელობს.